31 იანვარს, ქალაქ მიუნსტერში, ადგილობრივი გერმანულ – ქართულ დიასპორული გაერთიანების ორგანიზებით და ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსის, ოთარ მაღრაძის ჯაზკონცერტი გაიმართა. კონცერტი საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გახსნა.
‘’ეს ჩემი რიგით მერვე ჩასვლა იყო გერმანიაში. კონცერტი ბრწყინვალედ, დიდი წარმატებით ჩატარდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრის წარმომადგენელს, ქალბატონ ნანა ტეტელოშვილს, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ კონცერტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
კონცერტის გარდა, საქმიანი შეხვედრები მქონდა ქალაქ ბრემენში. კონცერტის გამოძახილი იყო ის, რომ ზაფხულში ისევ მიმიწვიეს მიუნსტერში, ოღონდ ჯგუფთან ერთად. სამომავლოდ სხვა გეგმებიც მაქვს, მაგრამ არ მიყვარს წინასწარ ამ თემაზე ლაპარაკი“ – განაცხადა ‘’ქართული კვირასთან’’ ოთარ მაღრაძემ.