“10 საოცნებო ადგილი საქართველოში” – CNN Travel-მა საქართველოს მორიგი სტატია მიუძღვნა

ბენჯამინ კემპერის სტატიაში, რომელიც ცნობილი მედიასაშუალების ვებ-გვერდზე 31 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოში ტურისტული პოტენციალით გამორჩეული და განსაკუთრებული ისტორიის მქონე  10  ადგილი მოხვდა. ჩამონათვალი მუცოთი იწყება. სიაში ასევე მოხვდნენ: უშგული, ვარძია, გელათის კომპლექსი, გერგეთის სამება, ანანური, გომის მთა, სიღნაღი, დართლო და დავით გარეჯის კომპლექსი. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში,  CNN-ის სამოგზაურო პლატფორმაზე – CNN travel საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატია უკვე გამოქვეყნდა, მათ შორის ბოლო ქართულ სამზარეულოს ეძღვნებოდა. 

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიასაშუალებას, CNN-ის ტელევიზიასა და ვებგვერდს წელიწადში მილიარდზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს.

 

მუცო
უშგული
ვარძია
გელათი
გერგეთის სამება

 

ანანური
გომის მთა
სიღნაღი
დართლო

 

დავით გარეჯის კომპლექსი