ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, „Adventur 2020” საქართველო მეექვსე წელია აქტიურადაა ჩართული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის, პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ლიეტუველ ვიზიტორთა რიცხვის მატებას განაპირობებს.
“Adventur 2020”-ში საქართველოს წარმოადგენდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ტურისტული კომპანიები: „ვანდარლენდი“, „ქეფითალ თრეველი“ და „მეგობარი ტური“.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ყველი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქცია.