“გაფერადებული წარსული” – გასული საუკუნის თბილისი გერმანელი ფოტოგრაფის ობიექტივში

კრისტიან ბორშეტი მეოცე საუკუნის ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი იყო. პროფესიით ინჟინერმა 1967 წელს ფოტოგრაფიის ტრენინგები გაიარა და 1970 წლიდან  Neue Berliner Illustrierte-ს ფოტოკორესპონდენტიც გახლდათ.

1975 წლიდან, როცა დამოუკიდებელ ფოტოხელოვნად იქცა, ბორჰშეტი თბილისსაც სტუმრობდა ხოლმე. მის მიერ გადაღებული რამდენიმე სახასიათო კადრი კი, რომლებიც შემდგომ გაფერადდა, იმდროინდელი თბილისის ეშხსა და კოლორიტს საუკეთესოდ გადმოგვცემენ.