31 იანვარს რიგაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “Balttour 2020” გაიხსნა. ლატვიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე წელს 40-ზე მეტი ქვეყნის 860-მდე ტურისტული კომპანია მონაწილეობს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ქართულ კუთხეს რიგაში 14 კომპანია წარმოადგენს.