საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის 2020 წლის პირველი ოქროს მედლები ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა.
ძალოსანმა რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური ლიცენზიების ქულებიც თამაშდება, ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
აკვრაში ასევე პირველი ადგილი დაისაკუთრა ძალოსანმა დაძლეული 201/210 კილოგრამით.
ანტონ პლესნოი, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 386 კილოგრამით, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.