10 და 11 თებერვალს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ორგანიზაცია ‘’Musicfor’’-ის წევრი, შვეიცარიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი მევიოლინე სანდრო თიგიშვილი მასტერკლასს ჩაატარებს.
მსმენელთათვის დასწრება თავისუფალია.