2020 წლის 30 იანვარს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტურიზმის უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა „EMITT“ (24th East Mediterranean International Tourism & Travel Exhibition) გაიხსნება. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სტენდი.
გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, მონაწილეობას ქართული კომპანიებიც მიიღებენ.