30 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ცისანა ბაღდაველიძისა და ჯანო ძირკვაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე ცისანა ბაღდაველიძის მიერ 2015-2019 წლებში ზეთში შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ჯანო ძირკვაძე კი მის მიერ დამზადებულ მაკეტებს წარმოადგენს.
ს. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსის პირველი სართული ადაპტირებულია, შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე დამთვალიერებელსაც შეუძლია გამოფენაზე მოსვლა.
გამოფენა 1 თებერვლის 19:00 საათამდე გაგრძელდება.