საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ ველომოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს და თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი ველოსიპედი აჩუქეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს:
“ასეთია ქართული სტუმარმასპინძლობა
–ჩვენს ბრიტანელ სტუმარს – როუან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
🚲 ველოსიპედი – Bikes.ge
🏨 ორი ღამე სასტუმროში “Best Western Gudauri” და ტრადიციული ქართული ვახშამი
🏨 2 ღამე ჰოსტელში “Fabrika”… ”
– წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ მოგზაურს, რომელმაც ველომოგზაურბისას უკვე გაიარა 11 ქვეყანა და დაახლოებით 7500 კილომეტრი, ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი ჰოსტელის ეზოდან 26 იანვარს მოჰპარეს.