ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კიდევ ერთი საინტერესო წიგნი გამოსცა – „მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში”.
წიგნის პრეზენტაცია 25 იანვარს ხევსურეთის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
წიგნი მოიცავს ალექსი ოჩიაურის მიერ გასული საუკუნის 30-50-იან წლებში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალების კრებულს მოსისხლეობისა და ჭრა-ჭრილობის შესახებ ხევსურეთში.