ქართველი პიანისტები ბარსელონაში, პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსზე მიმგზავრებიან 

მარია კანალსს ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, სანდრო გეგეჭკორი და თამარ მახარაძე გაემგზავრებიან.

კონკურსისათვის 212 აპლიკანტიდან 18-36 წლის რამდენიმე ათეული კონკურსანტი შეირჩა  – სწორედ  მათ შორის მოხვდნენ სანდრო და თათა.

სანდრო უკვე წარმატებული შემსრულებელია, მას საზოგადოება სხვადასხვა პროექტებიდან და აქტიური საკონცერტო მოღვაწეობიდან იცნობს. თათა სხვა ტიტულებთან ერთად 2019 წლის საქარველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართება.

რაც შეეხება კონკურსს, მარია კანალსის კონკურსი დაფუძნდა ბარსელონაში, 1952 წელს, 1958 წლიდან კი გახლავთ ჟენევის “მუსიკის საერთაშორისო კონკურსების” ფედერაციის წევრი.

იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დიდი კონკურსია და ესპანეთის დედოფლის სოფიას პატრონაჟით იმართება.

 

წყარო: არტნიუსი