23 იანვარს, ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა მამაკაცთა შორის.
მორისი 2017 წლიდან ასპარეზობს საქართველოს სახელით. ამ ხნის მანძილზე მან არაერთი მედალი მოუტანა ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო ტურნირებიდან, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მის სპორტულ კარიერაში პირველი გამორჩეული გამარჯვებაა.
მორის ყვითელაშვილის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი , ქართველი მოციგურავეების მეოთხე მედალია ბოლო 2 თვის მანძილზე.