ბერლინში მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2020″ (Gruene Woche 2020) ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაში 16 ქართული კომპანია მონაწილეობს. ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ლიმონათი, ნატურალური წვენები, ჩაი, მშრალი ხილი.
2020 წელს, გამოფენის ,,მწვანე კვირეული“ პარტნიორი ქვეყანა ხორვატიაა.