24 იანვარს, 19:30 საათიდან , თემის სახლი გიწვევთ დოკუმენტური ფილმის “მოდის რეალური ფასი” ჩვენებაზე.
“მოდის რეალური ფასი” არის დოკუმნტური ფილმი ტანსაცმლის ინდუსტრიის შესახებ, ვინ ქმნის ტანსაცმელს და რა ზეგავლენა აქვს ამ ინდუსტრიას პლანეტაზე. ტანსაცმლის ფასი მუდმივად მცირდება, როცა ადამიანური და გარემოს ზიანი დრამატულად იზრდება. “მოდის რეალური ფასი” ფარდას ხდის აქამდე უთქმელ ისტორიებს და მოგვიწოდებს, რომ გავითვალისწონოთ ვინ იხდის რეალურ ფასს ჩვენი ტანსაცმლისთვის.
ფილმის გადაღებები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობდა და გვიჩვენებს ისტორიებს ამ ინდუსტრიის ყველაზე ბრჭყვიალა პოდიუმებიდან წარმოების ყველაზე ბნელ ჯურღმულებამდე.
დასწრება თავისუფალია. ფილმი იქნება ინგლისურ ენაზე და ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.