მიმდინარე წლის 22 – 26 იანვარს, ქ. მადრიდში საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე – “FITUR 2020”- არის წარმოდგენილი.
მადრიდის გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა საქართველოს თოთხმეტი წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე “FITUR 2020” 160- ზე მეტი ქვეყნიდან 9500 კომპანია მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზატორები გამოფენაზე 15.000 სტუმარს ელოდება.