“შეხვედრები სტამბაში” – არის “სტამბის წიგნების” 9 თვიანი კურსი, რომლის ფარგლებშიც, ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე.
22 იანვარს ლექციას – “მწერალი და ბედისწერა” პოეტი გაგა ნახუცრიშვილი გაუძღვება.
ყოველ შეხვედრაზე ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს განსხვავებულ თემებზე, ძირითადად ეს იქნება ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი, ისტორია, ფილოსოფია და სხვა.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.