ქართული და იტალიური პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია 2 თებერვალს იტალიაში გაიმართება.
პრეზენტაციასა და ანთოლოგიაში შემავალ იტალიელ პოეტებთან შეხვედრას დიასპორული საზოგადოება “სამშობლო – გულით სატარებელის” ხელმძღვანელი და ანთოლოგიის მთარგმნელი, ნუნუ გელაძე წარუძღვება, თავად წიგნს კი გამომცემელი დიანა ბატაჯა წარადგენს.
გემოცემში შესულია შვიდი ქართველი პოეტი ქალის – ეთერ თათარაიძის, ელა გოჩიაშვილის, მარიამ წიკლაურის, კატო ჯავახიშვილის, ეკა ქევანიშვილის, მანონ ბულისკერიასა და ქეთი დუმბაძის შემოქმედება.
ღონისძიება დიასპორული საზოგადოების დამფუძნებლის, ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.