20 იანვარს სტოკჰოლმში გამართულ შვედეთის ეროვნული კინოდაჯილდოების რიგით 55-ე ცერემონიაზე Guldbaggegalan 2020 შვედურ-ქართულმა მხატვრულმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის რეჟისორიც ლევან აკინია, საუკეთესო ფილმის პრიზი მიიღო.
ლევან აკინმა საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო ლევან გელბახიანმა, ფილმში მერაბის როლის შესრულებისთვის, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მიიღო.