2020 წლიდან ჩეხურმა ტელეარხმა, Česka televise-მა საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლი დაიწყო. აღნიშნული პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. გადაცემის წამყვანი, პეტრ ვოლდანა (Petr Voldána), რომელმაც არაერთხელ იმოგზაურა საქართველოში, ჩეხეთის მოსახლეობას რადიო მაუწყებლობისა და ტელევიზიის საშუალებით აცნობს საქართველოს. აღსანიშნავია, რომ იგი არა მხოლოდ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე საუბრობს, არამედ ხელს უწყობს ქართული კულტურის, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.
პირველი გადაცემა 4 იანვარს გავიდა და ჩიჩილაკსა და ქართულ საახალწლო სამზადისს ეძღვნებოდა.