ბრიტანელმა ექსპერტმა და ტრენერმა, ქრის ქელიმ, ქართველი პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენერთა ტრენინგები, რომელიც სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.
პროექტის მიზანია თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინგლისური ენის კომპეტენციების გაუმჯობესებას, მათ ინფორმირებულობას გლობალურ საკითხებზე და ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მასწავლებლებს კი ექნებათ წვდომა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და შეძლებენ გააუმჯობესონ ინგლისურის სწავლა-სწავლების ხარისხი.