ბელგრადში გაიმართა იუნიორთა შორის საერთაშორისო ტურნირი “13th Europa Cup Skate Helena” , რომელშიც ვაჟ ერთეულთა თანრიგში ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძე იასპარეზამ. მისთვის ეს ტურნირი, ამ სეზონზე, პირველი სტარტი იყო ორწლიანი პაუზის შემდეგ.
მოკლე და თავისუფალ პროგრამეში, ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის მიღებული ქულებით, , ნიკა ეგაძემ დაადასტურა საერთშორისო საციგურაო კავშირის მიერ დადგენილი ტექნიკური მინიმუმის მოთხოვნა, რაც მას უფლება ანიჭებს მონაწილეობა მიიღოს იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის 2 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით გაიმართება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში.