1968 წლამდე ‘’ლა სკალაში’’ არც ერთი ერის ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს. პირველი ხალხური ცეკვა, რომელიც მილანის საოპერო თეატრის სცენაზე შესრულდა ‘’ფარცა’’ იყო. ქართველმა მოცეკვავეებმა ‘’ლა სკალას’’ თითქმის 200 წლიანი ტრადიცია დაარღვიეს. 2 საათიანი პროგრამის დასრულების შემდეგ ოვაციების არ წყდებოდა, მისი თანხლებით ფარდა 14- ჯერ აიწია.
ანსამბლმა მსოფლიო დაიპყრო. მათ სანახავად ხალხი ყველაფერზე მიდიოდა. ინდოეთში სცენა რომ ჩაინგრა მაყურებელი წამოიშალა დარბაზიდან და კონცერტი რომ არ ჩაშლილიყო სცენას შეუდგა და მეორე განყოფილება ამ ინდოელების ზურგზე იცეკვეს მოცეკვავეებმა. დასი რომელიც მსოფლიომ აღიარა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შექმნილი იყო.
დღეს ქართული ცეკვის ჯადოქარის – ნინო რამიშვილის დაბადების დღეა.
ნინოს ცეკვა პატარაობიდან უყვარდა, ამიტომ ის მშობლებმა იტალიელი მარია პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. ნინომ საბალეტო სკოლა დაამთავრა და
ნინო ყოველთვის უკომპრომისო იყო, ყოველთვის პირში ეუბნებოდა ადამიანებს სათქმელს. ამის გამო ილიკო, როგორც წესი, ნინოს გარეშე დადიოდა ხოლმე ოფიციალურ მიღებებზე
ჩალმით, განუყრელი სიგარეტით, სამაჯურებით დამშვენებული ნინო რამიშვილის სარეპეტიციო დარბაზში გამოჩენა რიდს ჰგვრიდა მოცეკვავეებს. მუშაობისას მართლაც ძალიან მკაცრი ქალბატონი შინ სათნო ბებია იყო და თავისი ოჯახის წევრებთან სიამოვნებით ატარებდა დროს.