თურქეთში, ნაზიმ ჰიკმეტის სახელობის კულტურის ცენტრში, პოეტ დათო მაღრაძის ლექსების წიგნის „უსადაუროს“ თურქული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
„თურქ მკითხველთან შეხვედრა განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. პოეტი და თურქი მსახიობი კუთხულობდნენ ლექსებს ორ ენაზე. შემდეგ დათო მაღრაძე დიდხანს პასუხობდა შეკითხვებს და არიგებდა ხელმოწერებს ახალ წიგნზე ( გამომცემლობა “Cinius Yayinlari”, მთარგმნელი პოეტი ეშრეფ ილმაზი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქართველი პოეტი დათო მაღრაძე, 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტი იყო ლიტერატურაში, საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი გახლავთ. მან ებოლიში გამართულ პოეზიის მეხუთე საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა . იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.