“ქართული ღვინო რომ ჩვენს წელთაღნიცხვამდე 6000–5800 წლის წინ(ადრეული ნეოლითის პერიოდი) არსებობდა, ამის ქიმიური დადასტურება ძველი თიხის ჭურჭლის ნარჩენისგანაა მიღებული, რომელიც არქეოლოგებმა თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ის სამხრეთით, შულავერის მთასთან და გორის სიახლოვეს იპოვეს.
ანალიზმა აჩვენა, რომ მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში უკვე არსებობდა დაახლოებით 8000 წლის წინ.
ეს აღმოჩენა პენსილვანიის ანტროპოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორს პატრიკ მაკგოვერნის ეკუთვნის. ამ გამოკვლევაში მასთან ერთად საქართველო, საფრანგეთი, იტალია კანადა, ისრაელი, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდა. – წერს ‘’GUINNESS WORLD RECORDS’’- ი თავის ოფიციალურ გვერდზე.