სტამბოლში ‘’შუშანიკის წამების“ თურქული თარგმანი(Şuşanik) გამოსცეს. მთარგმნელი თურქეთში მცხოვრები ფაჰრეთინ ჩილოღლუ, იგივე ფარნა – ბექა ჩილაშვილია, გამომცემელი კი თურქული გამომცემლობა ‘Otello’’.
ფარნა – ბექა ჩილაშვილი ქართული ლიტერატურული შედევრების თურქულად თარგმნის საკითხში ნოვატორადაც მიიჩნევა. მან თარგმნა ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, ოთარ ჭილაშვილის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“.
ფარნა–ბექა ჩილაშვილი 1980 წ. სტამბოლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოჩნდა და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ერთ–ერთ უმთავრეს მიმართულებად თავიდანვე ქართული საქმეებით დაინტერესება იქცა.