ნიდერლანდების სამეფოს უდიდესი ტურისტულ გამოფენა – „Vakantiebeurs“ 15-19 იანვარის პერიოდში ქალაქ უტრეხტში იმართება და მასში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და ექვსი ტურისტული სააგენტო მონაწილეობს.
გამოფენა წელს 50-ედ ტრადება და ყოველწლიურად მას ათიათასობით ადამიანი სტუმრობს.
ქართული სტენდი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემაც მოინახულა.