სვანეთი და დიდებული კავკასიონის ხეობები, ცნობილი ქართული ღვინო, გასტრონომია, სტუმართმოყვარეობა თუშეთში, ისტორიული და უჩვეულო ადგილები, მართლმადიდებლური რწმენის სათავე, ქართველთა პორტრეტები და მათი ცხოვრების წესი – დაუჯერებელი ბრძოლების ისტორია – ამ საკითხების შესახებ უყვება ნიკოლას პერნოტი მაყურებელს საკუთარ დოკუმენტურ ფილმში “საქართველო- კავკასიის გული”, რომლის პრემიერაც 20 იანვარს შვეიცარიაში გაიმართება.
“ეს არის ამბავი კულტურის, ისტორიისა და დღევანდელი ცხოვრების, ერთი შეხედვით, პატარა ქვეყნის უდიდესი პოტენციალის შესახებ” – ამბობს რეჟისორი.
ფილმი 2018 წლის შემოდგომაზე გამოვიდა და იგი მაყურებელმა რამდენიმე ქვეყანაში უკვე ნახა.