16 იანვარს, დანიური ფილმის ინსტიტუტისა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, გაიმართა ქართული საღამო, რომლის ფარგლებშიც რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის ფილმი “ამბავი სურამის ციხისა” უჩვენს. კინოჩვენებას წინ უძღოდა მიღება გია ყანჩელის მუსიკისა და ქართული ღვინის თანხლებით.
ფილმი მცირე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ წარადგინა, რომელმაც სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.