რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ ქართველი საოპერო მომღერალი, სალომე ჯიქია ახალ დოკუმენტურ ფილმში, ‘’The Oratorio’’ გადაიღო. “The Oratorio-ში” ნაჩვენებია როგორ იმოქმედეს ემიგრანტებმა ამერიკული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.
‘’მარტინ სკორსეზეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც თვის ბოლოს გამოდის . მეც მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო ამ პროექტში კალიარის თეატრის მეშვეობით. ეს იყო იტალიურ ამერიკული პროექტი, რომელიც შარშან ჩატარდა ნიუ იორკში წმიდა პეტრეს ტაძარში.’’ – წერს სალომე ჯიქია თავის ფეისბუქ გვერდზე.
სოპრანო სალომე ჯიქია 1986 წელს, ზუგდიდში დაიბადა. მან 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით. იმავე წელს დაიწყო ვოკალის შესწავლა და 2013-2014 წლებში მან სწავლა რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში განაგრძო. მომღერლის საოპერო დებიუტი იტალიაში შედგა.