15 იანვარს, ნიდერლანდების სამეფოს უდიდესი ტურისტული გამოფენის “Vakantiebeurs” ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობის და პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური ღონისძიება გამართა ქ. უტრეხტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება ჰოლანდიელი მოგზაურებისთვის. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ნიდერლანდებიდან საქართველოში ჩასული ტურისტების რიცხვი 26%-ით გაიზარდა.