იაპონიის წამყვანი ავიახაზების, JAL-ის პირველი კლასის ლაუნჯში ქართული ღვინო გამოჩნდა და სწრაფადვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ღვინოსთან ერთად წარმოდგენილია საინფორმაციო დაფა, რომელზეც დატანილია საქართველოს დროშა, რუკა და ქართული ღვინის შესახებ მოკლე ინფორმაცია. აღნიშნულია, რომ ღვინის ქართული წესით (ქვევრში) დაყენების ტექნოლოგია UNESCO-მ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. მისი ისტორია 8000 წელს ითვლის და მსოფლიოში უძველესია.