ნიკოლოზ წულუკიძე − ქართული თეატრის ამბავი

16 იანვარს, SOLO ლაუნჯში, გიწვევთ სემინარზე, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება. ნიკოლოზი თეატრის ისტორიაში გამოგზაურებთ და შეეხება საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ძალიან საინტერესო თემებს:

  • დასი, რომელიც კრწანისის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარს მიუძღვებოდა;
  • რატომ თარგმნა და ითამაშა შექსპირის ,,მეფე ლირი”- ილია ჭავჭავაძემ;
  • ნატო გაბუნიასა და ილია ჭავჭავაძის სიყვარულის ამბავი; რატომ დაწყევლა აკაკი წერეთელმა ქართული თეატრი;
  • ახმეტელისა და მარჯანიშვილის დაპირისპირება და სხვ.

ნიკოლოზ წულუკიძე წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩი, ოქროს ფრთის ლაურეატი, ეროსი მანჯგალაძის პრემიის ლაურეატი, თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე და ტელერადიოწამყვანია.