საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრთან ერთად იწყებს ერთობლივ გრძელვადიან შემეცნებით პროექტს “ვიცოდეთ ჩვენი საერთო ისტორია”, რომლის მიზანია, სოციალურ სივრცეში გააცნოს მკითხველს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, ხელოვანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოსა და პოლონეთის ისტორიასა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
2020 წლის 14 იანვრიდან, საელჩოს სოციალურ ქსელებში, ქართულ და პოლონურ ენაზე ყოველთვიურად გავრცელდება უნიკალური ისტორიული და ფოტომასალა, ორი ერის, საქართველოსა და პოლონეთის გმირებზე, რომლებმაც საერთო ისტორია შექმნეს. პროექტი საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავს მიეძღვნება.