13 იანვარს კიოლნის უნივერსიტეტში ქართული კვირეული გაიხსნა, რომელიც 17 იანვრამდე გაგრძელდება.
ქართული კვირეული მოიცავს ფოტო-გამოფენას, კონცერტს, ქართული კალიგრაფიის გაკვეთილს და პრეზენტაციებს საქართველოზე. გარდა ამისა ერთი კვირის მანძილზე ქართული სამზრეულო იქნება წარმოდგენილი კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტურ სასადილოში, რომელსაც ყოველდღიურად ასეულობით სტუდენტი სტუმრობს.
კიოლნის უნივერსიტეტი, რომელშიც 50.000-მდე სტუდენტი სწავლობს, 1388 წელს დაარსდა და გერმანიის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია.