სსიპ “მწერალთა სახლი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს სალიტერატურო ჟურნალების გამოსაცემად.
კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურის ხელშეწყობა“ პრიორიტეტის „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა“ ფარგლებში;
კონკურსის მიზანია ქვეყანაში სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია, ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია, დრამატურგია და ა. შ.) ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო კრიტიკის განვითარება პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით;
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.