13, 14, და 15 იანვარს ბავშვთა საერთაშორისო მოდის კვირეული – International Kids Fashion Week გაიმართება.
ღონისძიება, სხვადასხვა ლოკაციაზე, 3 დღე გაგრძელდება.
13 და 14 იანვარს, სავაჭრო ცენტრებში, ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდების ჩვენება – BRANDS DAY გაიმართება, ხოლო 15 იანვარს, WYNDHAM GRAND HOTEL TBILISI- ში, საუკეთესო დიზაინერები შეიკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც საზოგადოებრივი მიმოხილვისთვის საუკეთესო კოსტუმებს წარმოადგენენ.