თუ გაქვს მოტივაცია და დაინტერესებული ხარ იურიდიული საკითხებით, წლის ყველაზე საინტერესო ინტელექტუალური შეჯიბრი შენ გელოდება.
19 იანვარს, 12:00 – დან 15:00 – საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის საბჭო გაძლევთ განსაკუთრებულ შანსს, მონაწილეობა მიიღოთ ინტელექტუალურ შეჯიბრში: ,,სამართლებრივი რა? სად? როდის? 3″.
ინტელექტუალური შეჯიბრი ,,სამართლებრივი რა? სად? როდის? 3″ – უკვე მესამედ ტარდება, თუმცა, ამ შეჯიბრში, ამჯერად, მონაწილეობის მიღება არა მარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, არამედ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.
შეირჩევა 20 გუნდი – თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 5 მონაწილისგან. პროექტი შედგება ორი რაუნდისგან. მეორე რაუნდში გადავლენ ყველაზე მაღალი შედეგის მქონე გუნდები.
საბოლოოდ, გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდი, რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.