10 იანვარს კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საელჩოს შენობაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძისა და პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ავტორისა და ხელმძღვანელის ქეთევან დუმბაძის შეხვედრა კატარში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ქართველ თანამემამულეებს ესაუბრა ქართული ლიტერატურის, კულტურის ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნებაში არსებული ტენდენციების შესახებ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიასპორის წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ ქართველი მწერლების წიგნები.