ძველი ქართული კარიკატურები – სატირაში გადმოცემული ქართული რეალობა (ფოტოკოლაჟი)

შარჟი, გროტესკი, ცოტა ირონია და მეტი სატირა – ეს კარიკატურაა, გამოსახულება, რომელშიც გაერთიანებულია რეალური და ფანტასტიკური ამბები, გადაჭარბებული სიმძაფრით არის გადმოცემული ადამიანის ფიგურის, სახის, ჩაცმულობის, ქცევისა და სხვა სახასიათო ნიშნები.

კარიკატურა ნათლად ასახავს ამა თუ იმ ეპოქის ტენდენციებს და დამაინტრიგებელი, საინტერესო ფორმით გადმოგვცემს საზოგადოების დამოკიდებულებას აქტუალური მოვლენების მიმართ. მე-18 საუკუნიდან  მოყოლებული, კარიკატურა წარსულის სულისკვეთების ამსახველ საინტერესო ქმნილებად იქცა.

საინტერესოა, რა ტიპის კარიკატურები იქმნებოდა გასულ საუკუნეებში და როგორ ასახავდნენ ისინი  იმდროინდელ ქართულ რეალობას. “ქართულმა კვირამ” XX საუკუნის რამდენიმე საინტერესო კარიკატურული ნამუშევარი შეკრიბა: 

რა სისწრაფით კეთდება ტფილისის საქალაქო საქმეები“… [1903 წ.]
ხოლერა. – უჰ, რა ყარს ეს ქალაქი, რა ბინძურია! უჩემოდაც შეუძლებელია აქ გაძლება… [1904 წ.]

მგლის თავზე სახარების კითხვა

ტფილისის ქუჩები წვიმის შემდეგ… [1904 წ.]
ტფილისის ქუჩები ტრამვაის ლიანდაგის დაგების გამო… [1904 წ.]
 

ქალაქის არჩევნები. კანდიდატების რეკლამა… [1902 წ.]
„საზოგადო საქმეები“… [1905 წ.]
„სურათების გამოფენაზე ტფილისში“… [1904 წ.]
აი, რა მოსწონთ ტფილისელებს“… [1905 წ.]
ქა, მაშ როგორ გავთხოვდე?.. [1902 წ.]
ახალი წლის დღეები… [1916 წ.]

მაისი თბილისში . 1905 წ
წყარო: ძველი ქართული რეკლამა.კარიკატურა