“ქართული დიასპორა” – ემიგრანტებისათვის პირველი ოფიციალური ვებ-პორტალი შეიქმნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად და ევროკავშირის მხარდაჭერით, შეიქმნა დიასპორული ვებ-პორტალი “ქართული დიასპორა”.

პორტალის სლოგანია „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“, მიზანი კი ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობაა.

ეს გახლავთ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული და მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციისა და სერვისების მიმწოდებელი ერთადერთი ოფიციალური დიასპორული პლატფორმა, რომლის აუდიტორიასაც წარმოადგენენ, როგორც ქართული დიასპორის წევრები, ასევე სახელმწიფო უწყებები და ბიზნეს სექტორი. პლატფორმა ხელს შეუწყობს მათ შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას.