საფრანგეთს ქართული დიასპორული ორგანიზაცია “ქართველები საფრანგეთში” 2020 წლის 25 იანვარს პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე განხილული იქნება ასოციაციის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
მომხსენებლები:
– სალომე საძაგლიშვილი, ასოციაციის განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
– ზაზა ფუტკარაძე, შეხვედრის მიზანი, ასოციაციის ფინანსური ანგარიში, საწევროები, გრანტი.
– მარიამ ცოფურაშვილი, ფრანგული ენის კურსების მოკლე მიმოხილვა, დადებითი და უარყოფითი მხარეები
– კახა კალაძე: ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ზოგადი მდგომარეობა, ხარვეზები.
– გიორგი დოლიძე: კომუნიკაცია, საიტი, ფეისბუქ გვერდი
– სოფიო მარტინოვა: (კომუნიკაციის ფორმები და აღქმის პრობლემა ადამიანებში
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, მსგავსი ტიპის საკონსულტაციო შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.