ქართველი მხატვრისა და პოეტის, თამარ ლომიძის ნამუშევრების გამოფენას ოსლოს ცნობილი საგამოფენო სივრცე “Galleri Albin Upp” 22 იანვრიდან უმასპინძლებს. გამოფენას საქართველოს ელჩი, მაია ყიფშიძე გახსნის, ღონისძიებაზე ასევე შესრულდება ქართულ-ნორვეგიული ფოლკლორული ნაწარმოებები.
თამარ ლომიძე აქტიურად მართავს გამოფენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – ბოლო გამოფენა 2019 წლის მარტში ბათუმში ჰქონდა. მისი ნამუშევრები კი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კერძო კოლექციაში ინახება.