“ორი ღვინო ღვინის სამშობლოდან” – ასე ჰქვია სტატიას, რომელიც “Godt Drikke-მ” რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
გამოცემა მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტ კულტურაზეც საუბრობს და მკითხველს ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდსა და ადგილობრივ ტრადიციებსაც აცნობს.
“ქართული ღვინოს, რომელიც ნორვეგიაში იყიდება შენარჩუნებული აქვს მაღალი ხარისხი და საუკეთესო გემოვნური თვისებები” – ნათქვამია სტატიაში. გამოცემა ნორვეგიის ბაზარზე არსებულ 2 ქართულ ღვინოს – გურაშვილის ქვევრის ქისსა და “ვინივერსიას” საფერავს გამოყოფს და მკითხველს მათ დაგემოვნებას ურჩევს.