ამიერიდან ქართული ენა კაუნასის ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის ნაწილია და ამ უნივერისტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ქართული ენა შეისწავლონ არჩევითი საგნის ფარგლებში.
სწავლების განმავლობაში მსმენელები დაეუფლებიან ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს, ასევე გაეცნობიან ქართულ კულტურას, ენასა და ლიტერატურას.
აღსანიშნავია, რომ სწავლება განხორციელდება საქართველოს საელჩოს და კაუნასის ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტის საერთო ძალისხმევით.
ლექციები გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორიაში.
მისამართი: კაუნასის ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტის მრავალფუნქციური სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, აუდიტორია N313, ვ. პუტვინსკისის ქ. 23, კაუნასი.