ეკვილიბრიუმისთვის, 2020 წელს, ლემშვანიერას სკოლა პირველი დანიშნულების ადგილია. მოძრაობა წელს კიდევ 150 სოფელში გეგმავს წიგნების ჩატანას.
დღეს ჩვენს ახალ პარტნიორთან, ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად გარდაბანს, აზერბაიჯანთან მდებარე ეკომიგრანტების სოფელ ლემშვანიერას სკოლას ახალი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ (ორასამდე უახლესი წიგნი).
სკოლაში ჩემთვის უხერხული წარწერა დამხვდა: ,, მეტი გიორგი კეკელიძე საქართველოს” მე კი მგონია, რომ გიორგი კეკელიძე კი არა, ჩვენს სამშობლოს აი, ასეთი ბავშვები გადაარჩენენ – განათლების წყურვილით და დიდი შემართებით.
ჩვენ კი აუცილებლად დავეხმარებით, ამ წელს კიდევ 150 სოფელს ვგეგმავთ” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.