ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო სვანეთს დასავლეთ ალპებს ადარებს.
„ჰელისკიინგი საქართველოში! თუ გიყვართ გაუკვალავ თოვლში სრიალი, საოცარი სანახაობები და ხელუხლებელი ბუნება – წადით სვანეთში, რომელიც დასავლეთ ალპებს ჰგავს, მაგრამ 500 მეტრით მაღლაა. #უშბა“, – წერს არად ბენკო სოციალურ ქსელში.