რამდენიმე დღის წინ გვერდზე “ქართული დიასპორა იტალიაში” ქალბატონ ლიანა დემეტრაშვილის პოსტი გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამ პოსტს უცვლელად.
“ჩემო ძვირფასებო, საკუთარ კერას მოწყვეტილო და მონატრებულო ქართველო ემიგრანტებო, გეფერებით ყველას.
ჩვენი სათაყვანებელი ადამიანები გვიმყოფოს უფალმა ჯანმრთელად და ბედნიერად ვისთვისაც ასე ვიხარჯებით… მართალია მათთან ყოფნა გვინდა ამ წუთებში მაგრამ ჩვენ მართალ გზას ვადგავართ, ჩვენ ახლა სხვაგვარად არ ძალგვიძს… მხოლოდ ის გვასულდგმულებს, რომ ამ სადღესასწაულო დღეებში ჩვენს ოჯახებში დაუსრულებლად გაისმება ჩვენი სადღეგრძელო… იქედან მოგვეფერებიან თვითონაც გულდაწყვეტილები და ჩვენც მეტი რა გვინდა… სულს მალამოდ მოედება თითოეული ტკბილი სიტყვა…..
არ დავღონდეთ აგრემც შემოგევლებით… ჩვენც აქედან გადავძახოთ: ახალ წელს გილოცავთ საქართველო…. ოჯახო… შვილებო… შვილიშვილებო გვიყვარხართ … გვეიმედებით… კერას გაუფრთხილდით… კარი არ გამოგვიკეტოთ.”