7 იანვარს ფილარმონიაში კიდევ ერთხელ შეძლებთ მსოფლიო კინომუსიკის შედევრების მოსმენას.
მსოფლიო კინომუსიკის შედევრები „მეხსიერების ბარათი“ – მაყურებელთა დასწრებითა და პოპულარობით 2014 წლიდან დღემდე უპრეცედენტოა.
საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს ჩარლზ ჩაპლინის, ფედერიკო ფელინისა და ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ენიო მორიკონესა და სხვა დიდი ავტორების შესახებ.
შესრულდება ქართული კინომუსიკაც, მათ შორის გია ყანჩელის „ის აქ არის“ ფილმიდან „შერეკილები“.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი –
ნიკოლოზ რაჭველი
სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე (მეცო-სოპრანო)
გიორგი ცაგარელი (ალტი)
გიორგი შამანაური (საყვირი)
რეზო კიკნაძე (საქსოფონი)
სცენარის ავტორი და პროდუსერი
თეონა ჯორბენაძე
“წელს ჩვენს საკონცერტო პროექტს “მეხსიერების ბარათი” – მსოფლიო კონომუსიკის შედევრები 5 წლის იუბილე აქვს. აღნიშვნის ღირსი კი იმიტომ არის, რომ ამ 5 წლის განმავლობაში 25-ჯერ გაიმართა და ფილარმონიაში სკამების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ ჯამში 60.000-მდე მსმენელს უმასპინძლა. იცით, ადრეც ვთქვი და ახლაც მოგმართავთ, თუ თქვენი მშობლები, ან ბებიები და ბაბუები დიდი ხანია კონცერტს არ დასწრებიან და მხოლოდ ტელეეკრანიდან უცქერენ სანახაობებს, გაუკეთეთ საჩუქარი და დააძალეთ სახლიდან გამოვიდნენ. მე ასე მგონია, რომ მათი სიცოცხლის გახანგრძლივებაში მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ჩვენი თანხლებით თავიანთ ახალგაზრდობის ყველაზე ლამაზ მოგონებებში იმოგზაურებენ…
გელით 7-ში ფილარმონიაში.” – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი.