იაპონიის წამყვანმა გამომცემლობამ – “Wine Bazaar”, რომელიც ექსკლუზიურად ღვინის შესახებ წერს, 2019 წლის ყველაზე პოპულარული სტატიების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული ღვინის გამოფენის შესახებ მომზადებული სტატია ტოპ-ათეულში მეხუთე ადგილას აღმოჩნდა.
რეიტინგში ასევე მოხვდა იაპონური ღვინის, ამერიკული და ბრიტანული მევენახეობისა და ეკომეგობრული მეურნეობის შესახებ მომზადებული სტატიები.